შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ...

„ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… – ჰალკი

„სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამის შესახებ ლევან საგინაშვილმა, იგივე ჰალკმა გადაცემა „დღის პოსტში“ ისაუბრა.

ჩემპიონმა პირადი ცხოვრების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ორი წელია რჩეულთან, ლელა ჯამასპიშვილთან ერთად ცხოვრობს, ქორწილის დაგეგმვას კი უახლოეს მომავალში ფიქრობს.

„კარგია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან მივლის, ძალიან მიყვარს. მე და ლელა ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ქორწილი ვერ დავგეგმეთ, თან დიდად დღესასწაულები არ მიყვარს, ჩემს დაბადების დღესაც არ ვიხდი ხოლმე. ვფიქრობ ვიწრო წრეში ქორწილს, თუმცა ასეც არ გამოდის… ალბათ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ…

ლელა მიმზადებს საჭმელს, მაგრამ უფრო გარეთ ჭამა მიყვარს…

ლელას დამსახურებაა, რომ მე ერთი წლის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია, გავიარე, მან თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო და მთლიანად ჩემზე გადმოერთო…

სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამბობს ლევან საგინაშვილი.

ცნობისთვის, ყველასთვის საყვარელი, მკლავჭიდის სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის რჩეული ლელა ჯამასპიშვილია.

  "ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში" - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი