„ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… – ჰალკი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ლევან საგინაშვილი

„სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამის შესახებ ლევან საგინაშვილმა, იგივე ჰალკმა გადაცემა „დღის პოსტში“ ისაუბრა.

ჩემპიონმა პირადი ცხოვრების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ორი წელია რჩეულთან, ლელა ჯამასპიშვილთან ერთად ცხოვრობს, ქორწილის დაგეგმვას კი უახლოეს მომავალში ფიქრობს.

„კარგია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან მივლის, ძალიან მიყვარს. მე და ლელა ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ქორწილი ვერ დავგეგმეთ, თან დიდად დღესასწაულები არ მიყვარს, ჩემს დაბადების დღესაც არ ვიხდი ხოლმე. ვფიქრობ ვიწრო წრეში ქორწილს, თუმცა ასეც არ გამოდის… ალბათ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ…

ლელა მიმზადებს საჭმელს, მაგრამ უფრო გარეთ ჭამა მიყვარს…

- Advertisement -
Ad imageAd image

ლელას დამსახურებაა, რომ მე ერთი წლის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია, გავიარე, მან თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო და მთლიანად ჩემზე გადმოერთო…

სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამბობს ლევან საგინაშვილი.

ცნობისთვის, ყველასთვის საყვარელი, მკლავჭიდის სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის რჩეული ლელა ჯამასპიშვილია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… – ჰალკი. 23 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლელა-ძალიან-მიყვარს-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi