ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი (თორჩო) თორაძესთან ✨️

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

მედიაჰოლდინგ “შენის” რესპონდენტი ამჯერად ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი (თორჩო) თორაძეა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა გამორჩეული იმიჯითა და იუმორის გრძნობით…

 რა სიახლეა მომღერლის შემოქმედებაში და როგორია მისი საზაფხულო გეგმები? – ინტერვიუდან შეიტყობთ:

– გამარჯობა, გიორგი, რას იტყოდით – ვინ არის გიორგი თორაძე?

– გიორგი თორაძე – თორჩო არის მომღერალი და  მსახიობი.

- Advertisement -
Ad imageAd image

–საიდან იწყება თქვენი მუსიკალური კარიერა? 

-ჩემი მუსიკალური კარიერა იწყება 12 წლიდან პროექტ ,,ანა-ბანაში,”  გრძელდება მუსიკისა და დრამის თეატრში, შემდეგ იყო ,,ქუინთესენსი” (ჩემი ჯგუფი) 10 წელი.  ახლა ვმუშაობ ლელა წურწუმიასთან ერთად – როგორც ბექ ვოკალისტი.

– ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული გაქვთ? 

– დიახ, საკმაოდ. ზაფხულში ვარ ბათუმში კონცერტებით და ვემზადები ასევე პრემიერისთვის თეატრსა და სერიალში.

- Advertisement -
Ad imageAd image

– გიორგი, თქვენს ახალ, ნამდვილად შთამბეჭდავ ვიდეო კლიპზეც ვისაუბროთ…

– შემოქმედებითი სიახლე ყველაზე მთავარი და ახალი არის ეს ვიდეო, ჩემი პირველი სადებიუტო ტრეკი და ვიდეო, რომელიც  გამოვუშვი 26 ივლისს…  მასზე მეგობრებმა ვიმუშავეთ, მუსიკისა და ტექსტის ავტორია ნათია ოქრუაშვილი (ნაჯო) , პროექტის მენეჯერი ანნა დოი გახლავთ, ვიდეოს რეჟისორი კი ლევან – ლეკო ჭყონიაა.

ავტორი თამარ ფიცხელაური 

#drpkhakadze

#pitskhelauri

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი (თორჩო) თორაძესთან ✨️. 31 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ინტერვიუ-გიორგი-თორჩო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi