პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემალევან რატიანი: „კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია,...

ლევან რატიანი: „კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება“

პაპუნა ლოცულაშვილს ყველა კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა თუ შენარჩუნდა და რაიმე სახის ჩივილი არ დაფიქსირდა, 72 საათში ბინაზე გაეწერება.

პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. იმყოფებოდა მერვე განყოფილებაში. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, რომელიც მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ასევე ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, იყო ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება. პაციენტს შეთავაზებული აქვს მონიტორიგნის მიზნით დაკვირვება, იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. პაციენტი აღნიშნავს, რომ ჰქონდა გონების კარგვის და გულისრევის შეგრძნება. კლინიკაში ამ წუთამდე გულისრევა არ ჰქონია, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, მონიტორინგზე იმყოფება. ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა თუ გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე რეკომენდაციით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

პაპუნა ლოცულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში 28 მაისს გადაიყვანა.

პაპუნა ლოცულაშვილს გორში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.

  მაისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.