პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაადვოკატის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი შემთხვევის ადგილზე...

ადვოკატის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა

გორში პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს. მისივე განმარტებით, მხოლოდ ვიდეოკადრებში ფიგურირება არ ნიშნავს, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა.

გორის რაიონულ სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ საქმეზე თვითაცილება აიღო. არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ ბრალდებულთან ნათესაურ კავშირშია. ამჟამად საქმე სხვა მოსამართლეს გადაეცემა.

ნოდარ ცინცაძის განცხადებით, ალექსი ბადალოვი შემთხვევის ადგილზე ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა და ამ ეტაპზე მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დადგინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მასალებით მისი მხრიდან უკანონო ან ძალადობრივი ქმედების ჩადენა არ იკვეთება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება კითხვას, დაინტერესდა თუ არა პოლიციელი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ცინცაძის თქმით, მას ჯერ ბრალდებულთან დეტალური კომუნიკაცია არ ჰქონია და აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ გააჩნია.

საქმე გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარზე ფიზიკურად იძალადეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი სამართალდამცველი. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ძალადობით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს თავად პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც პოლიციელის მიმართ ძალადობას ეხება.

  8.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.