„ლამის სამი ათეული წელია, ქვეყანაში ერთგვარ ინტელექტუალურ სნობიზმად და დაუწერელ კანონად იქცა საკუთარი ხალხის ტრაგედიაზე ქილიკი“-ირაკლი ყიფიანი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„ლამის სამი ათეული წელია, ქვეყანაში ერთგვარ ინტელექტუალურ სნობიზმად და დაუწერელ კანონად იქცა საკუთარი ხალხის ტრაგედიაზე ქილიკი. მორალური სიმახინჯე ისე ღრმად გაჯდა საზოგადოების ე.წ. ზედა ეშელონებში, რომ ამ დეგრადაციის ფერხულში უტიფრად ჩაებნენ მოქმედი თუ “პენსიაზე გასული” ჩინოვნიკები, ტელეეკრანებიდან მოლაყბე ფსევდო-ელიტა და ხელოვანის მანტიას ამოფარებული მედროვეები.
ყველამ ერთად იაფფასიანი დაცინვის ობიექტად აქციეთ ისინი, ვისი სისხლითაც იკვებებით: მშიერი, გაძარცვული მოსახლეობა, მომავალწართმეული ბავშვები, ყოველდღიური გადარჩენისთვის მებრძოლი უმუშევრები, წამლისა და პურის ფულის გარეშე დარჩენილი მოხუცები. ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის საძიებლად ქვეყნიდან უბრალოდ გააქციეთ.
თქვენ კი, ვისაც ამ საყოველთაო სიდუხჭირეში საკუთარი კომფორტი მოგიწყვიათ, გრანტებით, პრივილეგიებითა თუ მოპარული ფულით გამოკვებილებს, კაბინეტებსა და ელიტურ სალონებში ფარისევლობის უმაღლესი პედესტალი დაგიდგამთ და თავზე ილია ჭავჭავაძის პორტრეტები წამოგიჭიმავთ. ილიასი, რომლის ერთი აზრის, ერთი ფრაზის სიმძიმესაც კი ვერ უძლებს თქვენი პლასტმასის მორალი! მაგ პორტრეტებს, რომლებსაც დღეს ურცხვად ეფარებით, იდეოლოგიურად და საჯაროდ, პირდაპირ თავზე დაგახევთ!
თქვენი ე.წ. ინტელექტუალობა მხოლოდ ყალბი, პროვინციული სნობიზმია. არც ხელოვანები ხართ და არც ერის მოამაგენი. ჩვეულებრივი პარაზიტები ხართ, რომლებიც მშიერი ბავშვების ცრემლებსა და გაუბედურებულ ადამიანებზე საკუთარ ეგოს იკმაყოფილებთ. ხალხს ზემოდან უყურებთ, თითქოს ქვეყანა თქვენი კერძო კორპორაცია იყოს, მოსახლეობა კი — დაბალი ჯიშის მსახურები.
თქვენი უტიფრობის დრო იწურება. ამ საყოველთაო ცინიზმსა და ფარისევლობას აუცილებლად მოჰყვება უმკაცრესი, შეუბრალებელი და საჩვენებელი პასუხი. ყველაფერი გადაფასდება და ეგ ელიტარული სიმახინჯე ფესვებიანად ამოიძირკვება.“
ირაკლი ყიფიანი
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ლამის სამი ათეული წელია, ქვეყანაში ერთგვარ ინტელექტუალურ სნობიზმად და დაუწერელ კანონად იქცა საკუთარი ხალხის ტრაგედიაზე ქილიკი“-ირაკლი ყიფიანი. 4 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ლამის-სამი-ათეული-წელია/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T19:02:32+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi