პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება“-ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი

„კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება“-ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი.

„პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი“,-აცხადებს კუპრაძე.

ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება.

„თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  რა ლოცვა იკითხება ნიკოლოზობის დღესასწაულზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი