გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასრულებაზე შეთანხმებისთვის, აშშ მზად არის, დააწესოს ძალიან ძლიერი და მასშტაბური ტარიფები.
თუმცა, მან გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები და აღნიშნა, რომ ისინი „უნდა შეუერთდნენ“ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ზუსტად იგივე ზომების მიღებით“.
„თქვენ ბევრად უფრო ახლოს ხართ ქალაქთან, ჩვენ კი ოკეანე გვაშორებს. თქვენ ზუსტად იქ ხართ და ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია. მათ არ შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ისინი ყიდულობენ ნავთობსა და გაზს რუსეთისგან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: ევროპას არ შეუძლია აკეთოს ის, რასაც აკეთებს – ისინი ყიდულობენ ნავთობსა და გაზს რუსეთისგან. 23 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-გაეროს-გენერალურ/
