კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას – ტეხასში მსუქანი ციყვების კვირა ჩატარდა🐿️

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ჩანკოზავრუს რექსი ფოტო: Facebook

ტეხასში მსუქანი ციყვების კვირის გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სახელმწიფო პარკში „დინოზავრების ხეობა“ ცხოვრობენ. სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებული გახდა მღრღნელი სახელად ჩანკოზავრუს რექსი (მსუქანოზავრი რექსი).

„დინოზავრების ხეობა“ ამაყობს იმით, რომ ამ მონსტრის სახლია. ვაფასებთ ამ მძიმე ბრძოლაში ჩანკოზავრუს რექსისადმი თქვენს მხარდაჭერას“, – ასე გამოეხმაურნენ ბინადრის გამარჯვებას პარკის წარმომადგენლები სოცქსელებში.

კონკურსი ალასკის „მსუქანი დათვების კვირით“ არის შთაგონებული. მისი მიზანი ველური ბუნების შესახებ ხალხის ცნობიერების ამაღლებაა.

ალასკის ეროვნულმა პარკმა და ნაკრძალმა „კატმაი“ ტრადიციული კონკურსი „მსუქანი დათვების კვირა“ ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც ჩანკი გახდა.

ის მამრია, რომელიც ახლა 500 კილოგრამს იწონის. კონკურსის ვებგვერდზე ჩანკის პროფილში აღნიშნულია, რომ ივნისში მან სხვა დათვთან ბრძოლისას ყბა მოიტეხა. პარკის რეინჯერები აღვანიშნინე, რომ ტრავმის მიუხედავად, ჩანკი არ დანებდა, გააგრძელა ნადირობა და ზამთრისთვის სოლიდური წონაც აკრიფა.

BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალის ბინადარი დათვები მონაწილეობენ. წელს კონკურსში 12 დათვი მონაწილეობდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას – ტეხასში მსუქანი ციყვების კვირა ჩატარდა🐿️. 29 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კონკურსში-16-ციყვი-იღებდა-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi