კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იმის მიუხედავად, რომ ეს წარმოუდგენელი დანაკარგია ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენ ვზეიმობთ დიდებულ ცხოვრებას, რომელიც მას ჰქონდა და ვიცით, რომ მეორე ასეთი ადამიანი არასოდეს იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯონსი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი – Off the Wall, Thriller და Bad.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯონსი 80-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე“ და ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი 28-ჯერ გახდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა. 4 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კომპოზიტორი-და-პროდიუსერ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi