პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი: იმპორტის ნაწილი მაღალია, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ...

კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი: იმპორტის ნაწილი მაღალია, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას – კარგი იქნება თუ დარეგულირდება იმპორტის ნაწილი

როდესაც იმპორტით პროდუქცია შემოდის ბაზარზე და ამ იმპორტის წარმომადგენლები არიან თვითონ „რითეილ” სეგმენტში, ჩვენი პრობლემები საკმაოდ იზრდება, – განაცხადა ქართული თხილებისა და ჩირების მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელმა, მურად ღოღაძემ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს უსმენენ.

მისი თქმით, თხილის ნაწილში ადგილობრივ წარმოებას ხელს იმპორტი უშლის, რომელიც დასარეგულირებელია.

„იმპორტის ნაწილი საკმაოდ მაღალია, ჩემს სეგმენტზე მაქვს საუბარი, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას. კარგი იქნება, თუ დარეგულირდება იმპორტის ნაწილი. როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეული გაგვაჩნია, ჯობია, რომ ადგილობრივი ნედლეულით ვაწარმოოთ სრულად, შესაბამის ღირებულებაში. მე ვიცი, რომ ჩვენი თხილი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში გასაყიდი თხილი. არ ვიცი, რატომ. წელს დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ფასმაჩვენებელი თხილთან მიმართებით, რომელიც საკმაოდ მაღალ ფასს იღებდა ადგილობრივ ბაზარზე, ვიდრე იმპორტით შემოდიოდა.“ – განაცხადა ღოღაძემ.

  „გასროლის ხმა არ გამიგია. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო...“ - ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი