მიჩიგანში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა ერთი ადამიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

22 ივნისის დილას მიჩიგანის შტატის ქალაქ უეინში მდებარე ეკლესიაში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პირი დაჭრა.

“ოფიცრებმა დაადგინეს, რომ ეკლესიის დაცვის თანამშრომელმა ეჭვმიტანილი მოკლა”. – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებული თავდამსხმელი ეკლესიაში შესვლას ცდილობდა, როდესაც ის ეკლესიის გარეთ მყოფმა პირმა შეაჩერა და მის წინააღმდეგ სატვირთო ავტომობილი გამოიყენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ჩვენი ხელმძღვანელობა და საგამოძიებო მხარდაჭერის ჯგუფები უეინში, მიჩიგანში ადგილზე იმყოფებიან და აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივ სამართალდამცავებს”. – დაწერა FBI-ის დირექტორის მოადგილე, დენ ბონგინომ პლატფორმა X-ზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მიჩიგანში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა ერთი ადამიანი. 23 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიჩიგანში-ღვთისმსახურებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi