შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკვლევა - შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ

კვლევა – შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ

ახალი კვლევის მიხედვით, შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ.

ამ დასკვნამდე ტოკიოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი მკვლევრები მივიდნენ. მათ 30 კატას აჩვენეს პლასტმასის მილები, რომელთა შიგნით იყო ან პატრონის სუნის მქონე ტამპონი, ან იმავე სქესის, უცნობი ადამიანის სუნის მქონე ტამპონი, ან სუფთა ტამპონი.

მკვლევრების თქმით, კატებმა ბევრად მეტი დრო გაატარეს იმ ტამპონების ყნოსვაში, რომლებიც უცნობი ადამიანის სუნს შეიცავდა, ვიდრე პატრონის სუნისა ან ცარიელი მილის შემთხვევაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კატებს შეუძლიათ გაარჩიონ ნაცნობი და უცხო ადამიანების სუნი.

სპეციალისტების შეფასებით, ეს მიუთითებს კატების უნარზე, სუნის მიხედვით განასხვაონ ნაცნობი და უცხო ადამიანები, თუმცა გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა მათ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა.

ცნობილია, რომ კატები იყენებენ ძლიერ ყნოსვას სხვა კატებთან იდენტიფიკაციისა და კომუნიკაციისთვის, მაგრამ მანამდე არავის გამოუკვლევია, შეუძლიათ თუ არა ეს თვისება ადამიანების გასარჩევადაც გამოიყენონ.

  უბედური შემთხვევა დიდ დიღომში — 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი