მეცნიერების ვარაუდით, მყინვარების დნობა ვულკანების ამოფრქვევას უფრო გაახშირებს და პროცესში კლიმატის ცვლილებას გააუარესებს. ასეთ დასკვნამდე ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ.
მათი თქმით, ანტარქტიდაში, რუსეთში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მყინვარების ქვეშ ასობით ვულკანი იმალება. მაგრამ პლანეტაზე ტემპერატურის მატება ყინულის საფარს ადნობს, რაც ვულკანების გააქტიურების შესაძლებლობას ზრდის.
მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.
ანალოგიური პროცესი ისლანდიაში, 10 ათასი წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდის ბოლოს უკვე განვითარდა – ყინულის საფარის დნობის ფონზე, ქვეყანაში ვულკანური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, გამყინვარების პერიოდის პიკში –
2020 წლის კვლევის მონაცემებით, პლანეტის 245 პოტენციურად ყველაზე აქტიური ვულკანი ყინულის 5-კილომეტრიანი საფარის ქვეშ იმალება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დროთა განმავლობაში აქტიური ამოფრქვევები სათბურის აირების დაგროვებას შეუწყობს ხელს, რაც კლიმატის ცვლილებებს დააჩქარებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კვლევა – შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს, მყინვარების დნობა ვულკანების ამოფრქვევას უფრო გაახშირებს და პროცესში კლიმატის ცვლილებას გააუარესებს. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კვლევა-შესაძლოა-მსოფლიო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T18:36:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
