მეცნიერებმა ზღვიდან ნიმუშები აიღეს, რათა მსოფლიო ოკეანის დონის მაჩვენებელი შეესწავლათ. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიო ოკეანის დონე ბოლო გამყინვარების შემდეგ დაახლოებით 8 000 წლის განმავლობაში იზრდებოდა.
ახალმა გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზღვის დონე 38 მეტრითაა გაზრდილი. თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისა და მყინვარების მასიური დნობის ფონზე, მიღებული შედეგები მეცნიერებს დაეხმარებათ უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები გლობალური დათბობის პირობებში.
ზღვის დონის მატება ორ ეტაპს მოიცავს. პირველი დაახლოებით 10 300 წლის წინ გამდნარი წყლის მატების ხარჯზე მოხდა. მეორე კი – დაახლოებით 8300 წლის წინ, რაც არა მხოლოდ წყლის დნობასთან იყო კავშირში, არამედ ტბებიდან გამომავალი შენაკადების მატებით.
მეცნიერების თქმით, ამ ეტაპზე ზღვის დონე წელიწადში 3-4 მილიმეტრით იზრდება და, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 4-9 მილიმეტრამდე გაიზრდება.
სპეციალისტების თქმით, ზღვის დონის მატება სერიოზული განხილვის საკითხს წარმოადგენს კლიმატური პირობების ცვლილებებისა და მოსახლეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მსოფლიო ოკეანის დონე ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ 38 მეტრით გაიზარდა. 28 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მსოფლიო-ოკეანის-დონე-ბოლ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T18:36:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
