ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიკვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 36 985 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ამის შესახებ სეს-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, აქედან 18 422 ინსპექტირება იყო, მათ შორის, 8 681 – გეგმური, 1 189 – არაგეგმური, აღიარების მინიჭების მიზნით – 274, გადამოწმება – 8 278, დოკუმენტური შემოწმება – 11 287, ხოლო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6 174 ნიმუშია გამოკვლეული.

დოკუმენტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა. ამასთან, ზედამხედველობა განხორციელდა 872 ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან; გამოვლინდა 3241 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

2024 წელს, თბილისში სხვადასხვა სასურსათო თუ კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, 10-ზე მეტ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც დარღვევა გამოვლინდა:

შპს „პექფუდი +“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „ხინკალო 2020“ – ინვენტარი კოროზირებულია;შპს „პური ჩვენი არსობისა“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „თავთავი 2018“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება „ი/მ“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ინვენტარი კოროზირებულია;შპს ,,თბილისის რძის ქარხანა” – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „სრი ბალაჯი ენთერფრაისის“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „ილევენ“- არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მიაო ჯია“ – წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მადლიანი 2024“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „მით შოპ“ – აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე;„კალაური“ – აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ნანახია პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა" - პედოფილიისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი