ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც „ტვ პირველს“ ზვიადაურის უფლებადამცველმა განუცხადა, ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა სასჯელზე შეთანხმება, რაც 6-თვიან პატიმრობას, პირობით მსჯავრს და დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმას გულისხმობს.

„ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ზვიადაურს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. შუამდგომლობით და განცხადებით მე მივმართე პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება. პირობები გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური ასევე ბრალდებულია 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზეც, სადაც, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარი დაპირისპირების გამო, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან, ზვიადაურმა ნაფიც მსჯაულთა სასამართლო აირჩია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 16 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-ზვიადაურს-იარაღის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi