შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკენტუკის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კენტუკის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის კენტუკის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, ლექსინგტონის აეროპორტთან ოფიცერმა ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილში მყოფმა მოქალაქემ ცეცხლი გახსნა და ოფიცერი დაჭრა. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილმა ლექსინგტონის აეროპორტთან ახლოს საგზაო მოძრაობის შეჩერების შემდეგ მანქანა გაიტაცა და რიჩმონდ როუდის ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა, სადაც მან ცეცხლი გახსნა. ეკლესიაში სროლის შედეგად, 72 წლის ქალი და 32 წლის ქალი დაიღუპნენ.

ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ეკლესიაში კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მეორის მდგომარეობა სტაბილურია.

  სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საჯარო კონკურსს აცხადებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი