სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე თავადაც ხშირად გადაადგილდება სხვადასხვა სატრანზიტო საშუალებით – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტომობილით,...

კახა კალაძე თავადაც ხშირად გადაადგილდება სხვადასხვა სატრანზიტო საშუალებით – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტომობილით, სკუტერით და მოტოციკლეტით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად განსხვავებულ დონეზეა, ვიდრე წლების წინ იყო. მისი თქმით, ადრე მოქალაქეებს მოუწევდათ „მოძველებული“ ავტობუსებით სარგებლობა, ხოლო ახლა ქალაქში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი მოძრაობს.

კალაძის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რის გამოც მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება და გაფართოება.

„უკვე შეძენილი გვაქვს 200 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვება მარშრუტებზე, რათა ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანს მოემსახუროს. მომავალ წელს იგეგმება დამატებითი 200 ერთეულის – ამჯერად 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ქალაქი დინამიურად ვითარდება და ტრანსპორტის ქსელიც ამ ტემპს უნდა შეესაბამებოდეს,“ – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, ის თავადაც ხშირად გადაადგილდება სხვადასხვა სატრანზიტო საშუალებით – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტომობილით, სკუტერით და მოტოციკლეტით.

კალაძე ხაზს უსვამს, რომ ქალაქში არსებული ახალი ავტობუსები ბევრად უფრო კომფორტული და საიმედოა, რაც მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო აქტიურად გამოყენების საშუალებას აძლევს. მისი თქმით, მიზანია, რომ მგზავრების მოლოდინის დრო კიდევ უფრო შემცირდეს და ტრანსპორტის მომსახურება ეტაპობრივად კიდევ გაუმჯობესდეს.

  სად გავა მე-3 ხაზი - თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი