პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ...

კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს ნახევარი წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც კომიტეტის წევრებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინფორმაცია მოიცავს საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს. ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო სამსახურმა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმური გადახედვა, რომელიც პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებ რისკიან პორტფელში კანონით განსაზღვრული შეზღუდვებისა და პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2023 წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. 2023 წლის მარტიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური აქციების პორტფელის დამატებით დივერსიფიკაცია და 3 განვითარებული ქვეყნის აქციების ინდექსებთან ერთად მსხვილი განვითარებადი ეკონომიკების აქციების ინდექსების ფონდებიც შეიძინა“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ინვესტიციამ 11.0 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 3 მლრდ 631 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მლნ ლარია.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 46.4% განთავსებული იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 17.4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში – 1.2%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.6%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.4% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 90.3% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში.

„2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6,556 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 57,286 დასაქმებული. შედეგად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,416,321. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა ჯამში 100-ზე მეტი კომპანიაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1,148 პირზე გაცემულმა პენსიამ შეადგინა 3,790,449.65 ლარი“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საპენსიო სააგენტომ წარმატებით განახორციელა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის შეფასებისათვის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამგვარად, საპენსიო სააგენტო არის ეროვნული ბანკის შემდეგ პირველი საჯარო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

ნოემბერი 29, 2024
შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

ნოემბერი 29, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

29 ნოემბერი 2024
ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ნოემბერი 29, 2024
პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

ნოემბერი 29, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი