შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიკალიფორნიაში მაიკლ ჯექსონის აქამდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს

კალიფორნიაში მაიკლ ჯექსონის აქამდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს

გამოცემა Hollywood Reporter-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ვენტურაში, კალიფორნიაში, კერძო პირის მფლობელობაში არსებული მაიკლ ჯექსონის უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს. მასალა 1989-1991 წლებით თარიღდება.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივ პოლიციას ანონიმურად დაუკავშირდა პირი და აცნობა, რომ ერთ-ერთ სახლში პოპის ლეგენდის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები ინახებოდა. სახლი ოდესღაც მუსიკალურ პროდიუსერსა და მომღერალს, ბრაიან ლორენს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, პირველად სწორედ მის ხელში აღმოჩნდა უცნობი მასალა.

მუსიკალურ ფირზე 12 სიმღერაა. როგორც ირკვევა, მათზე ჯექსონი ლეგენდარულ ალბომ Dangerous-ის გამოქვეყნებამდე მუშაობდა. ოფიციალური გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა Hollywood Reporter-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მასალის ავთენტიკურობა დადასტურებულია და უცნობი ჩანაწერები ნამდვილად მაიკლ ჯექსონს ეკუთვნის.

მასალის ფინანსური ღირებულება ჯერჯერობით არ დათვლილა, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ სულ მცირე ათობით მილიონ დოლარზეა საუბარი. ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჩანაწერები სულ მალე აუქციონზე გამოჩნდება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ინდოეთში მაღალი სიცხის გამო 15 ადამიანი დაიღუპა - ტემპერატურამ დედაქალაქში +53 გრადუსს მიაღწია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი