კალიფორნიაში მაიკლ ჯექსონის აქამდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გამოცემა Hollywood Reporter-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ვენტურაში, კალიფორნიაში, კერძო პირის მფლობელობაში არსებული მაიკლ ჯექსონის უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს. მასალა 1989-1991 წლებით თარიღდება.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივ პოლიციას ანონიმურად დაუკავშირდა პირი და აცნობა, რომ ერთ-ერთ სახლში პოპის ლეგენდის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები ინახებოდა. სახლი ოდესღაც მუსიკალურ პროდიუსერსა და მომღერალს, ბრაიან ლორენს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, პირველად სწორედ მის ხელში აღმოჩნდა უცნობი მასალა.

მუსიკალურ ფირზე 12 სიმღერაა. როგორც ირკვევა, მათზე ჯექსონი ლეგენდარულ ალბომ Dangerous-ის გამოქვეყნებამდე მუშაობდა. ოფიციალური გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა Hollywood Reporter-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მასალის ავთენტიკურობა დადასტურებულია და უცნობი ჩანაწერები ნამდვილად მაიკლ ჯექსონს ეკუთვნის.

მასალის ფინანსური ღირებულება ჯერჯერობით არ დათვლილა, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ სულ მცირე ათობით მილიონ დოლარზეა საუბარი. ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჩანაწერები სულ მალე აუქციონზე გამოჩნდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კალიფორნიაში მაიკლ ჯექსონის აქამდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს. 18 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კალიფორნიაში-მაიკლ-ჯექსო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T20:43:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi