ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია

კადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამმა, ოქროს მედალი მიიღო შეჯიბრებაში, რომელშიც მონაწილეობაც კი არ მიუღია, იტყობინება „მედუზა“.

ვიდეო, რომელზეც ადამ კადიროვი ჯილდოს იღებს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა.

ადამ კადიროვი დუბაიში იყო და თან ახლდა ჩეჩნეთის სპეცრაზმის დანაყოფ „ახმატს“, რომელმაც დუბაის პოლიციის ორგანიზებულ სპეცრაზმთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.

დაუდოვი აღნიშნავს, რომ ადამ კადიროვი შეჯიბრებაზე სპეცრაზმელებს „მხარს უჭერდა“ და დუბაიში მამამისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ამპლუაში გაემგზავრა. სწორედ უმცროსი კადიროვი ავიდა პირველი მედლის ასაღებად.

16 წლის ადამ კადიროვისთვის ეს პირველი ჯილდო არ არის. მან მამისგან ჩეჩნეთის გმირის ორდენი მიიღო მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვისთვის ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა. ასევე, უმცროსი კადიროვი რუსეთის რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დააჯილდოვეს. წყარო

  “გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი