კადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამმა, ოქროს მედალი მიიღო შეჯიბრებაში, რომელშიც მონაწილეობაც კი არ მიუღია, იტყობინება „მედუზა“.

ვიდეო, რომელზეც ადამ კადიროვი ჯილდოს იღებს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა.

ადამ კადიროვი დუბაიში იყო და თან ახლდა ჩეჩნეთის სპეცრაზმის დანაყოფ „ახმატს“, რომელმაც დუბაის პოლიციის ორგანიზებულ სპეცრაზმთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.

დაუდოვი აღნიშნავს, რომ ადამ კადიროვი შეჯიბრებაზე სპეცრაზმელებს „მხარს უჭერდა“ და დუბაიში მამამისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ამპლუაში გაემგზავრა. სწორედ უმცროსი კადიროვი ავიდა პირველი მედლის ასაღებად.

- Advertisement -
Ad imageAd image

16 წლის ადამ კადიროვისთვის ეს პირველი ჯილდო არ არის. მან მამისგან ჩეჩნეთის გმირის ორდენი მიიღო მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვისთვის ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა. ასევე, უმცროსი კადიროვი რუსეთის რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დააჯილდოვეს. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია. 9 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კადიროვის-შვილმა-მედალი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi