სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე... ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“ - რატომ...

„იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე… ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“ – რატომ ატირდა ხათუნა ჟორდანია?

ხათუნა ჟორდანია სტუმრობდა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომლის გადატანაც ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის დროს მოუხდა.

მან იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დაუდგნენ, განსაკუთრებით კი შვილზე – ნინი ქარსელაძესა და მეუღლეზე – ზურა ხაჩიძეზე გაამახვილა ყურადღება.

„ნინი ძალიან ყოჩაღია, ძალიან ჭკვიანია. ისე გაერკვა ონკოლოგიაში, რომ ბევრი ექიმის კონსულტანტობა შეითავსა. სულ ვამბობ: იქით სიკვდილი იყო და აქეთ – სიცოცხლე, ნინიმ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა და ეს დიდ წილად ნინის დამსახურებაა. ისე მითმენდა, ისეთ რაღაცებს უძლებდა, გაბობოქრებული, ურჩი პაციენტი ვიყავი და მას ძალიან ვებრძოდი, მაგრამ გაუძლო..

ზურა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა, მეუბნებოდა, ნეტავ, ეს მე დამმართნოდა, შენ ისეთი მაგარი ხარ, მე ხომ გამომაძვრენდი ამ მდგომარეობიდანო“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

  1993 წლის 27 ივლისი შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმის შესახებ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი