ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 2 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეროვნული-ნაკრების-საქართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi