შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაისტორიაში პირველად - ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

ისტორიაში პირველად – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიოს თასის ფინალში მოსახვედრად ცხადაძემ წარმატებით იასპარეზა ეგვიპტის, უნგრეთისა და ბულგარეთის ეტაპებზე. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხუთჭიდელია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს.

ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 36 საუკეთესო ქალი და 36 საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის სია, რომლებიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებენ. ამ სიაშია გიორგი ცხადაძეც, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს.

ფინალური ეტაპი 4-6 ივლისს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯერ კიდევ იუნიორია და 20 წლის ასაკში იასპარეზებს ამ უდიდეს ღონისძიებაზე. თასის ფინალამდე გიორგი ასევე იასპარეზებს იუნიორების მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება უნგრეთში.

  ლაშა ბექაური ნახევარფინალშია!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი