ისტორიაში პირველად – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიოს თასის ფინალში მოსახვედრად ცხადაძემ წარმატებით იასპარეზა ეგვიპტის, უნგრეთისა და ბულგარეთის ეტაპებზე. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხუთჭიდელია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს.

ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 36 საუკეთესო ქალი და 36 საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის სია, რომლებიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებენ. ამ სიაშია გიორგი ცხადაძეც, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს.

ფინალური ეტაპი 4-6 ივლისს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართება.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯერ კიდევ იუნიორია და 20 წლის ასაკში იასპარეზებს ამ უდიდეს ღონისძიებაზე. თასის ფინალამდე გიორგი ასევე იასპარეზებს იუნიორების მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება უნგრეთში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისტორიაში პირველად – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისტორიაში-პირველად-ქართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi