ისრაელმა ირანს შესაძლოა, კვირას დაარტყას, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც გამოცემა აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ისრაელი მზადაა, ირანს უახლოეს დღეებში დაარტყას, თუ თეირანი უარყოფს აშშ-ის წინადადებას ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალი“ ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანზე დარტყმების შესაძლებლობა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ისრაელმა ირანს შესაძლოა, კვირას დაარტყას – „უოლ სთრით ჯორნალი“ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 28]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

