თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.

შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი საპატრულო ეკიპაჟის მოწოდების შემდეგ, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, გაღიზიანდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა. 5 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თვითმხილველების-ინფორმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi