სამხრეთ კორეაში ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ იუნ სოკის იმპიჩმენტს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნა გახდა, რომელიც, საბოლოოდ, გაუქმდა.
ოპოზიციონერების მოთხოვნა კენჭისყრაზე გასვლამდე უნდა განიხილონ.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკის კაბინეტმა საგანგებო საომარი მდგომარეობა გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის კაბინეტმა იუნ სოკის მოთხოვნის შემდეგ მიიღო.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). სამხრეთ კორეაში ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ. 4 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სამხრეთ-კორეაში-ოპოზიციო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტობათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტობათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტობათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტობათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტობათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტოგანახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
