პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, ისრაელი უერთდება აშშ-ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ ანგარიშზე წერს.

მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს.

“ეს ორგანო, ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე”, – წერს მინისტრი.

გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს.

“ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!” – წერს მინისტრი.

  BBC საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს - 210 კილომეტრიანი მოგზაურობა დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილას 
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი