ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, ისრაელი უერთდება აშშ-ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ ანგარიშზე წერს.

მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს.

“ეს ორგანო, ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე”, – წერს მინისტრი.

გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!” – წერს მინისტრი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს. 6 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელი-გაეროს-ადამიანის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi