ბიბი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, ან შეწყალება მიეცეს დიად გმირს, რომელმაც ამდენი გააკეთა სახელმწიფოსთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი კუდიანებზე ნადირობა იმ ადამიანისთვის, ვინც ამდენი გააკეთა. ის ბევრად უკეთესს იმსახურებს, ისევე როგორც ისრაელის სახელმწიფო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ისრაელი აშშ-მა გადაარჩინა და ახლა სწორედ აშშ გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს. სამართლის მასხარად აგდება დაუშვებელია!“ – განაცხადა მან.