„უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო…“ – 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

10 სექტემბერს, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ”, – ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, “ბრიტანულ აკადემიაში” პედაგოგად მუშაობს.

სამძიმრის წერილს ავრცელებს “ბრიტანულ აკადემია”:

“ბრიტანული აკადემიის” გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს”.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო…“ – 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უჩხუბიათ-რაღაც-სადღეგრძ/

  ვაკეში გაზის მიწოდება დროებით 3800 აბონენტს შეუწყდება — „თბილისი ენერჯი“
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi