ირანმა რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ირანი

ირანი ისრაელთან ომისთვის ემზადება და ამ მიზნით თეირანმა მოსკოვს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანში უკვე ჩავიდა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ. ის ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურს, ბრიგადის გენერალს მოჰამად ბაღერის შეხდა. აღსანიშნავია, რომ ბაგერი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმარებაშია ჩართული.

ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, კავშირების გასაღრმავებლად მზადაა. „რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ირანელ ხალხს რთულ დროს გვერდში დაუდგა“, – ციტირებს გამოცემა პეზეშკიანს.

პეზეშკიანის მტკიცებით, ისრაელის „დანაშაულებრივი ქმედებები“ ღაზის სექტორში და გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა „ყველა საერთაშორისო კანონისა და წესის დარღვევის ნათელი მაგალითია“.

- Advertisement -
Ad imageAd image

შოიგუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა ირანთან რეგიონულ საკითხებში სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ირანმა რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანმა-რუსეთს-ჰაერსაწინა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:56:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi