აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა მის ებრაელ კოლეგასთან იოავ გალანტთან, რა დროსაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

„დღეს მე ვესაუბრე ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს, რათა დამედასტურებინა აშშ-ის პოზიცია დავიცვათ ისრაელი ირანიდან, ლიბანური „ჰეზბოლადან“ და ირანთან კავშირში მყოფ სხვა სამხედრო დაჯგუფებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან“, – დაწერა ოსტინმა.

როგორც პენტაგონის შეფმა განაცხადა, მან გალანტთან ასევე განიხილა ერაყის დასავლეთით მდებარე ამერიკულ ავიაბაზა „ალ-ასადზე“ მომხდარი თავდასხმა, რა დროსა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ოსტინმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრს ამერიკის მომდევნო ნაბიჯების შესახებ ამცნო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-თავდაცვის-მდივანმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi