კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია

ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია

ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია – ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანის სიკვდილს ადასტურებს ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN.

ამავე დროს, ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები, რომელიც დრონით არის გადაღებული. ვერტმფრენის ნამსხვრევებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში მაშველებმა დაახლოებით 13 საათიანი ძებნის შემდეგ, გამთენიისას მიაგნეს.

ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.

ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი – საერთო ჯამში 9 ადამიანი.

ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი