შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირანის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა ისრაელში „სოროკას“ სამედიცინო ცენტრს მოხვდა - არიან...

ირანის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა ისრაელში „სოროკას“ სამედიცინო ცენტრს მოხვდა – არიან დაშავებულები

ირანის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა დღეს დილით ისრაელის ქალაქ ბეერშებაში მდებარე „სოროკას“ სამედიცინო ცენტრს მოხვდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

რაკეტის მოხვედრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჰოსპიტალში სამკურნალოდ მისული პაციენტებიც.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ურიელ ბუსომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. „ეს ირანული რეჟიმის სამხედრო დანაშაულია. ის განზრახ იღებს მიზანში უდანაშაულო სამოქალაქო პირებს და მედიკოსთა გუნდს, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ იყო მომზადებული და ჩვენი გადაუდებელი მოქმედებების წყალობით, კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული“, – თქვა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

მედიის ცნობით, „სოროკას“ ჰოსპიტალმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.

  ტრამპმა უკრაინის დახმარება ბიზნესად აქცია - გერმანული მედია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი