აშშ-ში გაჩნდა ბავშვი, რომლის დედაც რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს – ქალი თებერვლიდან სიცოცხლის მხარდამჭერ აპარატზე იყო მიერთებული.
მაშინ ორსულმა ადრიანა სმიტმა კლინიკას ძლიერი თავის ტკივილით მიმართა. მას წამლები გამოუწერეს და სახლში გაუშვეს, თუმცა მეორე დღეს მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – აღმოაჩნდა, რომ მას თავის ტვინის სისხლძარღვებში თრომბები აქვს. რამდენიმე საათში ექიმებმა პაციენტი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მაგრამ ჯორჯიის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ორსულობის შეწყვეტა თუ ნაყოფი 6 კვირაზე დიდია აკრძალულია, ამიტომ სმიტი არატზე მიაერთეს. რამდენიმე დღის წინ მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მისი ვაჟი ჩენსი მხოლოდ 900 გრამს იწონის. ბავშვზე ადრიანას დედა ეიპრილ ნიუკირკი იზრუნებს.
„ჩვენ არჩევანი არ გვქონია. ეს ბავშვი გვინდა, ის ჩემი შვილის ნაწილია, მაგრამ გადაწყვეტილება აპარატთან მიერთების შესახებ ჩვენ, ოჯახს უნდა მიგვეღო და არა სახელმწიფოს“, – განაცხადა ნიუკირკმა.
აპარატი, რომელზეც სმიტი იყო მიერთებული სამშაბათს გამორთეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ში ორსულობისას გარდაცვლილ ქალს შვილი საკეისრო კვეთით გაუჩნდა. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-ორსულობისას-გარდა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
