საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ “ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით”.
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”…!” – წერს ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში 2 დღის წინ მიიღეს.


