ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად რომ დაინიშნა, ცოტა ხანში განცხადება გააკეთა, ჩემი წინამორბედი, ანუ გიორგი ბარამიძე დასაჭერიაო. ბარამიძეს, ალბათ, დაიჭერდნენ კიდეც, მას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მატროსოვივით რომ არ გადაფარებოდა. ვფიქრობთ, ის ფაქტი, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ, გარკვეულწილად, უკავშირდება ოქრუაშვილის ამ სკანდალურ განცხადებას, თუმცა შემდეგ ყველაფერი მიაჩუმათეს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში 124 საზენიტო ქვემეხის უვარგისად გამოცხადებას და დაჭრას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საერთო გაზეთს” ყოფილი სამხედრო პირი, არტილერისტი, მაიორი შოთა გელაძე ესაუბრა.
ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს ჩვენი რესპონდენტი შინაგანი ჯარების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო შეიარაღების დარგში. მისი განცხადებით, ოქრუაშვილის პროფესიონალების მიმართ დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა, როცა ყველა ასეთი ადამიანი სამსახურიდან გაყარეს და ის ხალხი მოიყვანეს, რომლებიც წესდებას და შინაგანაწესს კი არა, ზემოდან წამოსულ ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. პროფესიონალები იმიტომაც გაყარეს, რომ ისინი ბრმად არ შეასრულებდნენ აბსურდულ მითითებებს, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც იტყოდნენ, რის გაკეთება შეიძლებოდა და რის არა.
ახლა კი უშუალოდ მომხდარი ფაქტის შესახებ. კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ნაწილში
124 ცალი 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი დაჭრეს, ჯართად ჩასაბარებლად გაამზადეს. თითოეული ქვემეხის წონა დაახლოებით 9,5 ტონა იყო. შოთა გელაძის განცხადებით ეს ქვემეხები გია ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიჭრა.
შოთა გელაძე: “ეტყობა ამ ფაქტის შესახებ ოქრუაშვილმა მიიღო ინფორმაცია და ერთი ამბავი ატეხა. ეს ხდება 2004 წლის დეკემბერში. გამოიძახა სპეცრაზმი, ადგილზე ჩავფრინდით სამი არტილერისტიც. თავიდან როცა დამიბარეს, არც ვიცოდი რა უნდოდათ, სასწრაფოდ წამიყვანეს აეროპორტში და კახეთში ვერტმფრენით გადაგვაფრინეს. ადგილზე ჩასული რას ვხედავ, ეს ქვემეხები როგორც იდგა, ისევე დაეჭრათ. ქვემეხი როცა შენახვაზე დგას, მას ტექნიკური მომსახურება უტარდება, ლულაშიც სპეციფიკური ქაღალდი იდება. ეს ქაღალდი არც კი ამოეღოთ, ისე იყო დაჭრილი. მხოლოდ ექვსი ცალი ქვემეხიღა იყო გადარჩენილი. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ვინ დაჭრა 124 ცალი საზენიტო ქვემეხი КС-19 და ათასობით 100 მმ კალიბრის ჭურვი გია ბარამიძის მინისტრობის დროს და რატომ დუმს ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი.. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვინ-დაჭრა-124-ცალი-საზენიტო-ქ/

