ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და მაღალმთიანი აჭარის განვითარების ხედვებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობისთვის სათანადო გარემოს, შესაბამისი პირობების შექმნა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა რჩება.

„მქონდა შეხვედრები ჩემ უსაყვარლეს ხულოს მუნიციპალიტეტში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. მჯერა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითერება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს. მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო, არის და რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, ხოლო ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის – მერიის, საკრებულოს აქტიური ჩართულობა და საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება მთის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება . განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოდერძის უღელტეხილის განვითარება, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მარგალიტია. როგორც გენ.გეგმით დაგეგმილი კურორტი, იგი პირველია საქართველოში და აუცილებელია მისი განვითარების პარამეტრების დაცვა, რათა ოთხივე სეზონზე გაიზარდოს ტურისტული აქტივობა და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა. 8 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-პატარაძემ-ხულოს-მუ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi