დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ – გისურვებთ წარმატებას!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.
უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ გამოცდაზე.
გისურვებთ წარმატებას!
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო პროცესის შესახებ? – აქტუალური კითხვები და პასუხები.
ცნობისთვის, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან დაიწყო.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ – გისურვებთ წარმატებას!. 7 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-აბიტურიენტები-უცხოუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi