ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან – სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.
„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა კარგი იყო, რასაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. 3 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ვიღაცას/
