სამშაბათი, იანვარი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაინფორმაცია მძღოლებისთვის! - ვის შეეზღუდება იანვრიდან პიკის საათებში მოძრაობა

ინფორმაცია მძღოლებისთვის! – ვის შეეზღუდება იანვრიდან პიკის საათებში მოძრაობა

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

“წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში. 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამნახევარ ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ლა მადალენა – იმოგზაურეთ ულამაზეს იტალიურ კუნძულზე

ლა მადალენა – იმოგზაურეთ ულამაზეს იტალიურ კუნძულზე

5 January, 2025
“ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის…” – გიორგი ფხაკაძე ჩინეთში გავრცელებულ ახალ ვირუსზე (HMPV) უახლეს ცნობებს ავრცელებს

“ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის…” – გიორგი ფხაკაძე ჩინეთში გავრცელებულ ახალ ვირუსზე (HMPV) უახლეს ცნობებს ავრცელებს

იანვარი 6, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

იანვარი 6, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

იანვარი 6, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საშობაო ღვეზელის ტრადიციული რეცეპტი

საშობაო ღვეზელის ტრადიციული რეცეპტი

იანვარი 6, 2025
ოქროს გლობუსი 2025 -ის დაჯილდოების ცერემონია

ოქროს გლობუსი 2025 -ის დაჯილდოების ცერემონია

იანვარი 5, 2025
როგორ მოვიძიოთ სამუშაო ახალ ქვეყანაში: ეფექტური სტრატეგიები

როგორ მოვიძიოთ სამუშაო ახალ ქვეყანაში: ეფექტური სტრატეგიები

4 იანვარი 2025
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი — რჩევები მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამოყენების შესახებ

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი — რჩევები მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამოყენების შესახებ

იანვარი 5, 2025
საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

დეკემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი