„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს – თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას“, – წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლს: „ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლი. განაგრძეთ კითხვა


