მედია: რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რუსეთის პორტიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე სახელწოდებით ALTURA, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ბოსფორის სრუტიდან 24 კილომეტრში მოხდა. დაზიანებულია გემის გემბანი და სამანქანო განყოფილება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურაოღლუს განცხადებით, სავარაუდოდ, გემს უპილოტო წყალქვეშა აპარატი შეეჯახა.

გემმა შველა ითხოვა. ადგილზე სამაშველო კატარღა გამოცხადდა.

გემზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფება. ყველანი თურქეთის მოქალაქეები არიან. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მედია: რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. 26 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მედია-რუსეთიდან-გამოსულ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi