3 აპრილს, მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 3085-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვმა 4 715-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულად ითვლება 341 ადამიანი.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 34 დაშავდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია, ხოლო ტელეკომუნიკაციების შეფერხებისა და მრავალი ადგილის მიუწვდომლობის გამო, ვარაუდობენ, რომ ციფრები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, როგორც კი მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 3 000-ს გადასცდა. 3 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიანმარში-მიწისძვრის-შედ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
