შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„თქვენი მოსაწონი წონა ვერ დავსვი, აშკარად თქვენშია პრობლემა, გთხოვთ, შეეგუეთ ჩემს იდეალურობას“...

„თქვენი მოსაწონი წონა ვერ დავსვი, აშკარად თქვენშია პრობლემა, გთხოვთ, შეეგუეთ ჩემს იდეალურობას“ – თიკა ჯამბურია კრიტიკოსებს მიმართავს

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ეხმაურება კომენტარებს, სადაც მასზე წერენ, რომ სიგამხდრე არ უხდება.

მომღერალი აღნიშნავს, რომ მის წონაზე საუბარი უკვე მეტისმეტია.

„თქვენი მოსაწონი წონა ვერ დავსვი… მართლა უკვე გულის ამრევია ამ წონაზე საუბარი. რაღაც წინსვლა ხო უნდა გვქონდეს. სიმსუქნე არ მიხდება, სიგამხდრე არ მიხდება, აშკარად თქვენშია პრობლემა. გთხოვთ შეეგუეთ ჩემს იდეალურობას“, – წერს თიკა.

თიკას კომენტარებში მხარს უჭერენ:

„ულამაზესი ხარ ისეც და ასეც რა. მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად, ნებისმიერ წონაში“;

„არადა მაგრად გიხდება“;

„ტყუილია თიკა ძალიანაც გიხდება“;

„წონა ჰქონდა და შეჭამეთ, არ უხდება, გახდესო გახდა და არ გიხდებაო. შური და ბოღმა როდემდე?! სირცხვილია უხდება ძალიან. ფორმაშია და უფრო გალამაზდა“.

  „რა კარგია, ბედნიერი ქალის ყურება“ – შორენა ბეგაშვილი მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი